მაურო იკარდის დამ ვანდას შეუტია: “იმედი მაქვს, ჩემი ძმა თვალებს გაახელს”
მაურო იკარდის დამ, ივანა იკარდიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და მისი ძმის ცოლი, ვანდა ნარა გააკრიტიკა.
იკარდის “ინტერთან” ახალი ხელშეკრულება ჯერ არ გაუფორმებია. მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ როგორც ცნობილი ხდება, ფეხბურთელს უფრო დიდი ხელფასი სურს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იკარდის აგენტი ვანდა ნარაა და მოლაპარაკებებში უშუალოდ ისაა ჩართული.
“შენ მხოლოდ ფულს უყურებ, ასე არაა? იმედი მაქვს, ჩემი ძმა თვალებს გაახელს. ყველა იტალიელმა იცის, როგორი პიროვნება ხარ და ისიც იციან, თუ როგორი ოჯახი გვყავს.
დედაჩემი არ მომკვდარა, მაგრამ მისი ვაჟის გამო ძალიან წუხს. შენ ეს საერთოდ არ გადარდებს, მხოლოდ იმაზე ღელავ, თუ როგორ გამოჩნდე ტელევიზორში. შენ გინდა, რომ ყოველთვის სამყაროს ცენტრში იყო.
იმედი მაქვს, ღმერთი დაგეხმარება და მხოლოდ ფულზე და შენს თავზე აღარ იფიქრებ. არც კი ვიცი, რამ უნდა გამაკვირვოს ამ პიროვნებაში. მისთვის ლოცვას გავაგრძელებ”, – წერს ივანა იკარდი სოციალურ ქსელში.