ჩორგოლიანი: “თბილისის სპორტის სასახლეში ოლიმპიური ჩემპიონის მამას ხელი დაარტყეს” (ვიდეო)
თბილისის ჭიდაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, გოჩა ჩორგოლიანმა პალიტრანიუსის თოქ-შოუ “360 გრადუსში” საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის დარღვევებზე ისაუბრა.
ჩორგოლიანმა 2016 წელს, თბილისში გამართულ ტურნირზე მომხდარი ინციდენტი გაიხსენა. მისი თქმით, მაშინ სომხეთის ნაკრების წევრის, არტურ ალექსანიანის მამას ხელი დაარტყეს.
“ჩემს ცემამდე იყო ალექსანიანის მამისათვის ხელის დარტყმა. გეგა გეგეშიძე ხალიჩაზე ტალახიანი ფეხებით ავიდა. მაშინ ალექსანიანისა და ნადარეიშვილის შეხვედრა იყო სპორტის სასახლეში, ზუსტად ორი წლის წინათ. გეგა, არ ვიცი ფხიზელი, არ ვიცი ნასვამ მდგომარეობაში, შევიდა ხალიჩაზე. ხელი დაარტყეს ალექსანიანის მამას. ეს ასე იყო და ამას ლერი ხაბელოვიც ვერ უარყოფს”, – განაცხადა ჩორგოლიანმა.
შეგახსენებთ, რომ ალექსანიანი ევროპის ოთგზის და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია. მან 2016 წელს, რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა.