მარიო ბალოტელის კომენტარი ალესანდრო მატრისა და მისი მეუღლის ფოტოზე
ვეტერანმა იტალიელმა თავდამსხმელმა, ალესანდრო მატრიმ სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და მეორე ნახევარს დაბადების დღე მიულოცა.
მატრი წერს: “იღბლიანი ვარ, რადგან ოცნება ამისრულე. იღბლიანი ვარ, რადგან ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება. იღბლიანი ვარ, რადგან შენ შეგხვდი. შენ მზესავით ლამაზი ხარ. მაგიჟებ… ამაზე უკეთესს ვერაფერს ვისურვებდი. გილოცავ დაბადების დღეს.”
მალევე მატრის პოსტს “მარსელის” ფეხბურთელი, მარიო ბალოტელი გამოეხმაურა, რომელმაც ყოფილ თანაგუნდელს კომენტარი დაუტოვა.
ბალოტელი: “იღბლიანი ხარ, რადგან ფეხბურთს თამაშობ. ასე რომ არ იყოს, პიტერ კრაუჩზე მარტოხელა იქნებოდი.”
მატრი: “მაპატიე, ბრედ.”
ბალოტელი: “იცი, რომ შენ კარგი ბიჭი მგონიხარ. არ გაბრაზდე, რადგან მე შენზე მეტად ლამაზი ვარ.”
რატომ ახსენა ბალოტელიმ პიტერ კრაუჩი? ინგლისელმა თავდამსხმელმა ერთ-ერთ ინტერვიუში ასეთი რამ თქვა: “ფეხბურთელი რომ არ გამოვსულიყავი, ახლა ვაჟიშვილი ვიქნებოდი.”