ადამიანურ გრძნობებს მიღმა – “ნანტი” ტრანსფერის თანხას ითხოვს
მართალია, ტრაგიკულად დაღუპული ემილიანო სალას ტკივილით ბევრს თვალზე ცრემლი არ შეშრობია, თუმცა ადამიანური გრძნობების მიღმა კლუბების ხელმძღვანელებმა ფინანსურ საკითხზე დაიწყეს დავა.
როგორც იცით, ემილიანო სალამ იანვრის თვეში “კარდიფ სიტისთან” მოაწერა კონტრაქტს ხელი. ამ ტრანსფერში ფრანგულ კლუბს 15 მილიონი ფუნტი უნდა მიეღო, რომელიც მათ ანგარიშზე ჯერ არ დარიცხულა.
21 იანვარს დაღუპული ემილიანო სალას ხელშეკრულებაში ნახსენებია, რომ ინგლისურმა კლუბმა 15 მილიონი, რაც მისთვის რეკორდულ სატრანსფერო თანხას წარმოადგენს, სამი წლის მანძილზე უნდა გადაიხადოს.
იმ შემთხვევაში თუ თანხის გარკვეული ნაწილი “ნანტის” ანგარიშზე 10 დღის მანძილზე არ დაირიცხება, ფრანგული კლუბი საქმის სასამართლოში განხილვით იმუქრება, რითიც “კარდიფი” შეშფოთებულია.
საქმეში დაინტერესებულია “ბორდოც”, რომელსაც BBC-ის ცნობით, სატრანსფერო თანხის 50 პროცენტი ეკუთვნის.