რაგბი ევროპა | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რუმინეთთან მატჩისათვის

თარიღი: თებერვალი 7, 2019

ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბმა, 2019 წლის პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა და მასში სამი დებიუტანტია.

რაგბი ევროპის ჩემპიონატს ჩვენი გუნდი ტურნირზე უმთავრესი მეტოქით, რუმინეთით იწყებს. შეხვედრა, რომელშიც „სტეჟართან“ საზიარო „ანთიმოზ ივერიელის თასიც“ გათამაშდება, კლუჟში 9 თებერვალს, საქართველოს დროით 16 საათზე დაიწყება.

ფორვარდები

შერკინების პირველ ხაზში ორი ახალბედა ბურჯია, რომლებმაც ბორჯღალოსანთა კვართი პირველად ნოემბერში მოირგეს. მარცხენა ბურჯად გურამ გოგიჩაშვილს ვიხილავთ (1 კეპი), მარჯვნივ ბექა გიგაშვილი (2) იდგება, ხოლო კვაჭი გამოცდილი შალვა მამუკაშვილია (61).

მეორე ხაზში გამოცდილ გიორგი ნემსაძეს, რომელსაც ნაკრების ამ შემადგენლობაში ყველაზე მეტი თამაში აქვს ჩატარებული (85), დებიუტანტი დავით გიგაური შეუწყვილდება. 24 წლის მეორეხაზელი რუმინეთის სუპერ-ლიგის ‘ბუქარესტში’ თამაშობს, მომავალ მოწინააღმდეგეებს კარგად იცნობს და ნაკრების მწვრთნელთა თვალთახედვის არეში ახლახანს მოხვდა.

ერთი დებიუტანტი იწყებს მესამე ხაზში – ბექა საღინაძე, მეორე ფლანკერი გიორგი ცუცქირიძეა (13), ხოლო შემკვრელი ნოემბრის მატჩების მსგავსად ბექა გორგაძე (14) მოგვევლინება.

შერკინების მარქაფაში დებიუტანტია ახალგაზრდა კვაჭი, 18 წლის ვანო კარკაძე, რომელიც გუნდს ტრავმირებული გიორგი ხუროშვილის ნაცვლად შეუერთდა. კარკაძემ შარშანდელ და შარშანწინდელ 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალებში, საფრანგეთს თითო-თითო ლელო გაუტანა, პრო დე2-ის მიმდინარე სეზონში კი, უკვე სამჯერ ითამაშა.

ბურჯებად შეცვლაზე თორნიკე მატარაძე (6 კეპი) და გამოცდილი ლევან ჩილაჩავა (43) შევლენ, მეორე ხაზს ნოდარ ჭეიშვილი (18) გააძლიერებს, ხოლო მესამეს გიორგი თხილაიშვილი (46).

შერკინების მოთამაშეებისა და დებიუტანტების შესახებ მილთონ ჰეიგმა განაცხადა:

„კარკაძე ძალიან კარგი, ახალგაზრდა მორაგბეა, რომელიც უკვე თამაშობს ‘ორიაკის’ შემადგენლობაში. იმის გათვალისწინებით, რომ ხუროშვილი დაშავდა, ხოლო ჯაბა ბრეგვაძე გამოცდილებას სუპერ რაგბიში მიიღებს, გადავწყვიტეთ ვანოსთვის შანსი მიგვეცა. მისი თამაშები გრეემ როუნთრიმაც ნახა და კმაყოფილი დარჩა. მე კარკაძეს 18-წლამდელთა ნაკრებიდან ვიცნობ და ამ ხუთი დღის განმავლობაშიც ჩვენზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა“.

„პირველ ხაზში გვყავს ტოპ 14-ის მოთამაშეები: გურამ გოგიჩაშვილი წარმოუდგენლად კარგი მოთამაშეა; ბექა გიგაშვილი ‘გრენობლში’ კვირიდან კვირამდე თამაშობს; ლევან ჩილაჩავა ძალიან კარგ ფორმაშია. მეორე ხაზში ვნახავთ გიგაურს, რომელიც რუმინეთში თამაშობს, ხშირად უწევს ამ მორაგბეების წინააღმდეგ თამაში, კარგად გამოიყურება და ჩვენთვის საინტერესო მორაგბეა. იქვეა გამოცდილი ნემსაძე, რომლის შესახებ კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი“.

„საღინაძე, ცუცქირიძე და გორგაძე – ეს ის მესამე ხაზია, რომელიც ძალიან საინტერესოა და კარგად მუშაობს. ვფიქრობ, ამ მომენტისთვის საუკეთესო, ახალგაზრდა მესამე ხაზია“.

ხაზი

ღერძი ისეთივე იქნება, როგორიც ნოემბრის ტესტებზე იყო – 9 ნომრად ახალგაზრდა ვასილ ლობჟანიძე იწყებს, რომელიც რუმინეთთან მე-40 კეპს მოიხვეჭს, ხოლო მგეზავად კიდევ უფრო ახალგაზრდა 19 წლის თედო აბჟანდაძეს ვიხილავთ, რომელსაც სანაკრებო დებიუტი ნოემბერში სამოასთან ჰქონდა და მერე ტონგას წინააღმდეგ ითამაშა.

ცენტრში გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე (60) და გიორგი კვესელაძე (14) შეწყვილდებიან, ფულბეკად კი, ნოემბრის თიბისი სერიების მსგავსად ლაშა ხმალაძე მოგვევლინება და 70-ე კეპს მოიხვეჭს. ფრთებზე გამოცდილი სანდრო თოდუა (75) და ზურაბ ძნელაძე (4) დადგებიან, რომელმაც შემოდგომაზე ნაკრების სამივე თამაშში მიიღო მონაწილეობა და მწვრთნელებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

9 ნომრის მარქაფაშია გელა აფრასიძე (11), ხოლო ხაზში მირიან მოდებაძე (3) და გიორგი აფციაური (22) გამოჩნდებიან, რმელთაც დიდი ხანია ბორჯღალოსანთა კვართით აღარ უთამაშია: მოდებაძემ სამივე კეპი 2017 წლის ნოემბერში მოიხვეჭა, ხოლო აფციაური ნაკრებს 2016 წლის ნოემბრის შემდეგ უბრუნდება.

ღია ვარჯიში

ბორჯღალოსნები რუმინეთში ხვალ დილით მიემგზავრებიან, მანამდე კი, დღეს დილით „შევარდენზე“ ჟურნალისტებისა და ქომაგებისთვის ღია ვარჯიში გამართეს. მისი დასრულების შემდეგ ტრადიციული კომენტარები გაკეთდა.

ბორჯღალოსანთა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა მომავალი მეტოქის შესახებ ისაუბრა:

„რუმინეთის ნაკრები ამ ტურნირზე მუდამ ჩვენი უშუალო კონკურენტია. წელს რაგბი ევროპას არატრადიციული თანმიმდევრობა აქვს და პირველ მატჩს რუმინეთთან ვმართავთ. პირველი შეხვედრა ყოველთვის რთულია და განსაკუთრებულ მობილიზებას მოითხოვს. იოლ შეხვედრას არ ველოდებით, თუმცა მომზადებულები ვართ და ვეცდებით გამარჯვებისთვის მაქსიმუმი გავიღოთ. რუმინეთის სტილია, რომ შეჯგუფებებში, ძალისმიერ თამაშში უპირატესობა მოიპოვოს და სწრაფ ხაზს სივრცეების გამოყენების საშუალება მისცეს, ასევე სიურპრიზების სახით ფეხით თამაში“.

ლევან ჩილაჩავა ფიქრობს, რომ მომავალ მატჩში გადამწყვეტი როლი შერკინებაში უპირატესობის მოპოვებას ექნება:

„რთული თამაში გველის, რადგან რუმინეთი ჩვენთან შეხვედრაზე გასაკუთრებულადაა კონცენტრირებული. მათ მხოლოდ საქართველოსთვის ფაქტობრივად ყველა ლეგიონერს უხმეს. ჩვენ ორი კვირაა ერთად ვართ და ვემზადებით, კარგი შეკრება გავიარეთ და იმედია ყველაფერი წარმატებით დასრულდება. ახალ ბიჭებს ტოპ 14-ში თამაშის გამოცდილება აქვთ, ლიდერები არიან თავიანთ პოზიციაზე, გუნდსაც მარტივად შეერწყნენ ამ მხრივ პრობლემა არ იქნება. ორი წლის წინ რუმინეთში შერკინებაში გაგვიჭირდა და წარმატებას ვერ მივაღწიეთ, ახლაც გადამწყვეტი ეს კომპონენტი იქნება და დარწმუნებული ვარ, აქ უპირატესობა ჩვენ გვექნება“.

Rugby.Ge



მსგავსი სიახლეები
რაგბი

სოსო ტყემალაძე: “იტალიელთა პრეზიდენტი არასპორტულად მოიქცა”

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ ვახო ხუზმიაშვილის “თავისუფალ სივცრცეში” საინტერესო ისტორია მოჰყვა. “ჩვენ თამაშამდე ერთ-ე...
წაკითხვა
რაგბი

“ქართველებისთვის ექვსი ერის კარი კვლავ დახურულია”

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ტიერ ერთის ნაკრებს მოუგო. ბორჯღალოსნებმა იტალია 28-19 დაამარცხეს და ექვს ერში […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “საყვედურს არავის ვეუბნები, მაგრამ საწყენია მუდმივი კრიტიკა”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, ესპანეთთან გამარჯვების (49:15) […]...
წაკითხვა
რაგბი

დიმიტრი ბასილაია – ქართველი მორაგბე, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცებს ცხელი საჭმელით ამა

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დიმიტრი ბასილაია კიევის სარაგბო გუნდს წვრთნის. გარდა ამისა, უკრაინაში მეგობრებთან ერთად […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის თამაში არ ჩატარდება

საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. 2022 წლის რაგბი ევროპის […]...
წაკითხვა
რაგბი

ყაველაშვილი: “გარკვეული ორგანიზაციები რუსეთთან თამაშის ჩაშლას აპირებენ”

სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა 27 თებერვალს საქართველო – რუსეთის რაგბის თამაშის შესახებ ისაუბრა. “ყველა […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსეთმა “რაგბი ევროპას” მიმართა – საქართველოს რაგბის კავშირმა უკრაინული

27 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში, თბილისში, “დინამო არენაზე” რუსეთს უმასპინძლებს. […]...
წაკითხვა
რაგბი

ნიკოლოზ ნარმანია: “საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში არ შემიძლია”

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ ნარმანიამ განაცხადა, რომ ის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს. ფრანგული […]...
წაკითხვა
რაგბი

“შემირცხვენია ყველა ის მორაგბე, რომელიც რუსებს მოემსახურება”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი ჩომახაშვილმა ქართველი მორაგბეების რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად შეკრებაზე სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

რაგბის კავშირმა რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად ქუთაისში შეკრების გამართვაზე განცხადება გაავრცელა. “გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში […]...
წაკითხვა
რაგბი

“ოკუპანტს ხელგაშლილი ვხვდებით, ისე დავუმეგობრდით, ვეღარც მოვუგებთ”

საქართველოს 7-კაცა ეროვნული ნაკრები 24 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე ქუთაისში შეკრებას რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად გაივლის. […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძე: “ლაშა ყოველთვის წყნარად, თავჩაღუნული მიყვებოდა თავის საქმეს”

ლეგენდარული მორაგბემ მამუკა გორგოძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” ლაშა შავდათუაშვილზე ისაუბრა. “ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ ბიჭ...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება თეა წულუკიანზე

საქართველოს რაგბის კავშირი პასუხობს 20 იანვარს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გაჟღერდა მცდარი მოსაზრება, რომ რაგბის […]...
წაკითხვა
რაგბი

ჩილაჩავამ ავსტრალიელ ჰუკერს სახეში ხელი უთავაზა (ვიდეო)

საფრანგეთის ტოპ 14-ში “კასტრი ოლიმპიკის” ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ავსტრალიელი ჰუკერისგან ტოლუ ლატუსგან სახეში დარტყმა მიიღო, […]...
წაკითხვა