ისკო: “რაღაცები იცვლება, როცა ისეთივე შანებს ვერ იღებ, როგორსაც შენი თანაგუნდელები”
მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი, ისკო სოციალური ქსელის საშუალებით “სამეფო კლუბის” ყოფილი ფეხბურთელის, რუბენ დე ლა რედის კომენტარს გამოეხმაურა.
დე ლა რედმა ისკოზე საუბრისას ასეთი რამ თქვა: “ის უნდა მიხვდეს, რომ “რეალი” ვერ დაელოდება ფეხბურთელს, რომელმაც გუნდის დანარჩენი მოთამაშეების დონეს უნდა მიაღწიოს.”
26 წლის შემტევმა ამ კომენტარს Twitter-ის საშუალებით უპასუხა:
“დე ლა რედ სრულად ვეთანხმები, მაგრამ რაღაცები იცვლება, როცა შენ ვერ იღებ ისეთივე შანსებს, როგორსაც შენი თანაგუნდელები იღებენ. მე მაინც ვაგრძელებ შრომასა და ბრძოლას, რათა შანსები მივიღო. ჰალა მადრიდ!” – წერს ისკო.
შეგახსენებთ, რომ ისკოს “რეალის” მთავარ მწვრთნელ სანტიაგო სოლარისთან კარგი ურთიერთობა არ აქვს. მას ბოლო დროს ცოტა სათამაშო დრო ეძლევა.
Totalmente de acuerdo con De la Red,pero cuando no gozas de las misma oportunidades que tus compañeros la cosa cambia… aún así sigo trabajando y luchando mucho a la espera de ellas! Hala madrid!!💙
— ISCO ALARCON (@isco_alarcon) February 7, 2019