კიდევ ერთი ტრაგედია საფეხბურთო სამყაროში – “ფლამენგოს” რამდენიმე ფეხბურთელი დაიღუპა
ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფეხბურთო კლუბის, “ფლამენგოს” ახალგაზრდული გუნდის ბაზაზე ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ახალგაზრდა ფეხბურთელებიც არიან. ასევე, მძიმე დაზიანებები მიიღო სამმა ადამიანმა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძარი მაშინ გაჩნდა, როცა ფეხბურთელებს ეძინათ. G1 იუწყება, რომ ხანძარი გამთენიისას, 05:10 საათზე დაიწყო და მისი ჩაქრობა 07:30 საათზე შეძლეს.
ჯერ-ჯერობით გარდაცვლილთა ვინაობა დაზუსტებული არ არის, მაგრამ დიდი ალბათობით, მათ შორის 14-დან 17-წლამდე მოთამაშეები არიან.
Incêndio deixa dez mortos no Ninho do Urubu, centro de treinamento do Flamengo https://t.co/xLMVY6ieIt pic.twitter.com/HKF5eFXGCk
— O Globo_Rio (@OGlobo_Rio) February 8, 2019