ემილიანო სალას ოჯახი შესაბამის ჯგუფებს ძებნის ოპერაციის გაგრძელებისაკენ მოუწოდებს
გარდაცვლილი ფეხბურთელის, ემილიანო სალას ოჯახი შესაბამის ორგანოებს პილოტი დევიდ იბოთსონის საპოვნელად ძებნის ოპერაციის გაგრძელებისაკენ მოუწოდებს.
როგორც იცით, სპეციალურმა ჯგუფმა ემილიანო სალას ცხედარი წყალქვეში იპოვა, თუმცა პილოტის ცხედარს ვერ მიაკვლიეს.
პარასკევს არგენტინელი ფეხბურთელის ოჯახმა განცხადება გაავრცელა: “გვინდა, მადლობა გადაგიხადოთ გამოჩენილი მხარდაჭერისათვის ჩვენთვის ყველაზე მტკივნეულ მომენტში. ჩვენ დავინახეთ, რომ მთელი მსოფლიო გვერდში დაგვიდგა, რათა ძებნა გაგრძელებულიყო. ახლა დევიდ იბოთსონსა და მის ოჯახზე ვფიქრობთ, იმედი გვაქვს, შესაბამისი ჯგუფები ძებნას გააგრძელებენ და მას იპოვნიან.”
“გარდიანის” ცნობით, პრემიერ ლიგის 26-ე ტურში მოთამაშე ყველა ფეხბურთელი მინდორზე შავი სამკლავურით გავა, ხოლო “კარდიფის” მატჩის წინ წუთიერი დუმილი იქნება.