პატრის ევრას მიმართვა პსჟ-სთან მატჩის წინ: “ანტონი, სულ არ მაღელვებს გაიღემებ თუ არა…” (ვიდეო)
ვეტერანმა ფეხბურთელმა, პატრის ევრამ “პარი სენ-ჟერმენთან” მატჩის წინ “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელებს მიმართა.
“ხვალ დიდი მატჩი გველის. პატივისცემა “პარი სენ-ჟერმენს”, იქ ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ ჩვენ “მანჩესტერ იუნაიტედი” ვართ. ბოლომდე დაიხარჯეთ. ეს კოშმარების თეატრი უნდა იყოს. პოლ, ვინ შეგაჩერებს? დე ხეა, ხვალ მაღაზია დაკეტილია, დახურე კარი. ანტონი [მარსიალი], სულ არ მაღელვებს გაიღემებ თუ არა, მინდა, რომ ხალხი გაანადგურო. მარკუს რეშფორდ, დამანახე, რომ ნამდვილი მანჩესტერელი ხარ. ოლე, ძალიან დიდი მადლობა”, – ამბობს ევრა.
შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” და “პარი სენ-ჟერმენი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს 12 თებერვალს, “ოლდ ტრაფორდზე” დაუპირისპირდებიან.