სალვატორე ბოკეტი: “პუტინი ნამდვილი პრეზიდენტია, რუსეთში ის უყვართ”
მოსკოვის “სპარტაკის” იტალიელმა მცველმა, სალვატორე ბოკეტიმ ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში კომენტარი ვლადიმერ პუტინზეც გააკეთა. მისი თქმით, რუსეთში ქვეყნის პრეზიდენტი უყვართ.
“პუტინი ნამდვილი პრეზიდენტია: ძლიერი, საკუთარი ქვეყნის დამცავი, არავისზე დამოკიდებული, მას არავისი ეშინია. ჩემი აზრით, რუსეთში ის უყვართ.
ბოლო წლებში იტალიის ლიდერებს რუსეთთან კარგი ურთიერთობები აქვთ. ხალხი, რომელიც ამ ქვეყანას საბჭოთა კავშირზე გაგებული ისტორიებით იცნობს, რეჟიმზე საუბრობს. თუმცა, ახლა რუსეთში მოგზაურობა ყველას შეუძლია და ვინც აქ ჩამოდის, ხვდება, რომ პრობლემები არ არსებობს. ვფიქრობ, ამჟამად რუსეთში უფროა სიმშვიდე, ვიდრე იტალიაში, განსაკუთრებით კი ჩემ მშობლიურ ნეაპოლში”, – ციტირებს ბოკეტის სიტყვებს sports.ru.
შეგახსენებთ, რომ ბოკეტი სხვადასხვა დროს “ასკოლიში”, “ფროსინონეში” და “ჯენოაში” თამაშობდა. 2010 წელს ის ყაზანის “რუბინში” გადავიდა, 2013 წელს კი “სპარტაკის” წევრი გახდა. ცენტრალური მცველი 2015 წელს “მილანში” იყო განათხოვრებული მას იტალიის ნაკრებში 5 მატჩი აქვს ჩატარებული.