“რომას” ფანებმა “პორტუსთან” მატჩში კოლაროვის შეურაცხმყოფელი ბანერი გამოფინეს (ფოტო)
12 თებერვალს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში “რომა” საკუთარ მოედანზე “პორტუს” დაუპირისპირდა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.
მატჩის მიმდინარეობისას, რომაელმა ფანებმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელის, ალექსანდრ კოლაროვის შეურაცხმყოფელი ბანერი გამოფინეს, რომელზეც “ნაბიჭვარი კოლაროვი” ეწერა.
სერბი მარცხენა მცველი “ჯალოროსის” რიგებში 2017 წელს ჩაირიცხა. ის წლების მანძილზე “რომას” პრინციპული მეტოქის, თანაქალაქელი “ლაციოს” ღირსებას იცავდა, სწორედ ამიტომ მასსა და “რომას” ულტრასებს შორის დაძაბული ურთიერთობა დიდი ხანია არსებობს. თუმცა, ბოლო დროს მათი ურთიერთობა კიდევ უფრო გამძაფრებულია.