ლაშა ტალახაძის მიმართვა გულშემატკივრებს
რამდენიმე დღის წინ ძალოსნობის საერთაშორისო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 2018 წლის საუკეთესო ძალოსანის გამოსავლენად ჩატარებული გამოკითხვა დასრულდა. აღსანიშნავია, რომ წლის საუკეთესო მამაკაცი ძალოსანი ზედიზედ მეორედ ლაშა ტალახაძე გახდა.
ქართველმა სპორტსმენმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს აქტიურობისათვის მადლობა გადაუხადა.
“როგორც უკვე ცნობილია, გამოვლინდა 2018 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი, სადაც კიდევ ერთი აღიარება მოვიპოვე თქვენი წყალობით და შევინარჩუნე ეს ტიტული. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველა თქვენთაგანს. ასევე, დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ ყველაფერში და მოუწოდებდა საზოგადოებას, რომ მიმდინარეობდა გამოკითხვა და საჭირო იყო თქვენი გვერდში დგომა. ძალიან დიდ მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ. ძალა ერთობაშია და ჩვენ, ქართველები ერთად ყველაფერს შევძლებთ”, – ამბობს ტალახაძე.