პოჩეტინო: “სამწუხაროა, მხოლოდ თერთმეტ ფეხბურთელს რომ შეუძლია თამაში და არა ოცდაორს”
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში ლონდონის “ტოტენჰემმა” საკმაოდ დამაჯერებელი და კომფორტული უპირატესობის მოპოვება შეძლო დორტმუნდის “ბორუსიასთან”. მატჩის შემდეგ მაურისიო პოჩეტინომ პრესასთან ისაუბრა.
“პირველი ტაიმმა ძალიან მძიმედ ჩაიარა, თუმცა შეხვედრის მეორე ნახევარი ფანტასტიკურად ჩავატარეთ. თავიდანვე ძალიან გვიჭირდა და ვერ ვახერხებდით ჩვენი თამაშის ჩვენებას.
პირველი გოლის შემდეგ უფრო თავდაჯერებულად და კომფორტულად იგრძნო გუნდმა თავი. დროდადრო ნერვიულობამაც იკლო და უფრო თავისუფლად დავიწყეთ თამაში. საბოლო ჯამში, ფანტასტიკური მატჩი შედგა.
ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს, რომლებისაც გვეიმედება. წარმოუდგენლად ძლიერი გუნდი გვყავს და ამით ბედნიერი ვარ. ერთადერთი პრობლემა ის გახლავთ, რომ 11-ს შეუძლია მოედანზე გასვლა 22-ის ნაცვლად,” – აცხადებს პოჩეტინო.