მაურო იკარდიმ ვენის “რაპიდთან” თამაშზე უარი თქვა
მას შემდეგ, რაც მაურო იკარდის “ინტერში” კაპიტნის სამკლავური ჩამოართვეს, მან ვენის “რაპიდის” წინააღმდეგ თამაშზე და ვენაში გამგზავრებაზე უარი თქვა.
არგენტინელ თავდამსხმელს მილანურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წელს ეწურება. “ინტერის” ხელმძღვანელობა ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას მის აგენტთან, ვანდა ნარასთან მართავს. როგორც ჩანს, მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
რაც შეეხება გუნდის ახალ კაპიტანს, ის მეკარე სამირ ჰანდანოვიჩია.
იკარდისთან დაკავშირებით “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“მისთვის კაპიტნის სამკლავურის ჩამორთმევა რთული და მტკივენული იყო, მაგრამ “ინტერის” ყველა წევრი თანხმდება იმაზე, რომ ეს ნაბიჯი გუნდისათვის უფრო კარგია. “რაპიდთან” მატჩისათვის იკარდი გამოვიძახეთ, მაგრამ მას ვენაში ჩვენთან ერთად ყოფნა არ სურდა”, – განაცხადა სპალეტიმ.