“ბარსელონა” ნეიმარის დაბრუნებას გამორიცხავს
“ბარსელონას” პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ განაცხადა, რომ კლუბი ნეიმარის დაბრუნებით დაინტერესებული არ არის.
“ნეიმართან დაკავშირებით არავისთან არ გვქონია კონტაქტი. მას “პარი სენ-ჟერმენთან” მოქმედი კონტრაქტი აქვს. ის ფრანგულ გუნდში უკვე მესამე სეზონს ატარებს და რთული წარმოსადგენია, რომ მისი გაყიდვა მოისურვონ.
ესპანეთში ყველა კლუბი ვალდებულია, რომ ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა მიუთითოს, რაც არამომგებიან სიტუაციაში გვაყენებს. საფრანგეთში ეს პრობლემა არ დგას. აქედან გამომდინარე, ნეიმარის დაბრუნების შესაძლებლობას ვერ ვხედავ.
ჩვენ სხვა გეზი ავირჩიეთ და დემბელე და კოუტინიო დავიმატეთ. ისინი კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდ ინვესტიციას წარმოადგენენ. ჩვენ მათ ასი პროცენტით ვენდობით”, – ციტირებს ბარტომეუს სიტყვებს Kanal Radio Barcelona.