ბაკაიოკო: “რაც გატუზომ ჩემ შესახებ თქვა, არ მომეწონა და ეს მას ვუთხარი”
“მილანის” ნახევარმცველმა, ტიემუ ბაკაიოკომ გუნდის მთავარ მწვრთნელ ჯენარო გატუზოსთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
როგორც იცით, როცა ფრანგი ფეხბურთელი “როსონერის” შუერთდა, მისთვის პირველი მატჩები წარმატებული ნამდვილად არ ყოფილა, რის შესახებაც გატუზომ ისაუბრა და ის საჯაროდ გააკრიტიკა.
“რამდენიმე თვის წინ, როცა გატუზომ ინტერვიუში ჩემ შესახებ ისაუბრა, არ მომეწონა. არასასმიავნო სიტყვები იყო, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ მაშინ სადებიუტო მატჩში მხოლოდ 20 წუთი ვითამაშე. ამის შესახებ გატუზოს ველაპარაკე.
ახლა სიტუაცია უკეთესადაა. ჩვენ ვიცით გატუზოს ხასიათი, ის მებრძოლი ადამიანია. მას სურდა, რომ უფრო მებრძოლი ხასიათი მქონოდა, რაც სავარაუდოდ, მაკლდა. ახლა უფრო მებრძოლი ვარ. ჯენარო ჩემთვის მამასავითაა. მასთან ყველაფერზე ვსაუბრობ. სასიხარულოა, როცა მწვრთნელთან ასეთი ურთიერთობა გაქვს”, – ციტირებს ბაკაიოკოს სიტყვებს Calciomercato.