მაურო იკარდიმ “იუვენტუსთან” წინასწარი შეთანხმება გააფორმა?
იტალიელი ჟურნალისტი ვალერ დე მაჯიო ირწმუნება, რომ მილანის “ინტერის” თავდამსხმელმა მაურო იკარიდმ ტურინის “იუვენტუსთან” წინასწარი შეთანხმება გააფორმა.
“ვფიქრობ, “ინტერში” უკვე იციან, რომ იკარდიმ “იუვენტუსთან” შეთანხმება გააფორმა. ჯუზეპე მაროტა (“ინტერის” გენერალური დირექტორი) უმაღლესი დონის მენეჯერია”, – ციტირებს იტალიელი ჟურნალისტის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.
შეგახსენებთ, რომ “ინტერმა” მაურო იკარდის გუნდის კაპიტნის სამკლაური ჩამოართვა. არგენტინელ ფეხბურთელს არც ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე ვენის “რაპიდთან” გუშინ გამართულ მატჩში (1:0) მიუღია მონაწილეობა. მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, თუმცა ამ დრომდე ვერ მორიგდნენ.
მაურო იკარდიმ მიმდინარე სეზონში “ინტერის” ფორმით 28 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.