ლევან კობიაშვილი: “ეს ჩემი მთავარი გულისტკვილი და გამოწვევაა”
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს მეორე ვადით არჩევის შემდეგ პირველი ჩართვა იმედის გადაცემა “სპორტის დროში” ჰქონდა და საპრეზიდენტო გეგმებსა და მთავარ გამოწვევებს შეეხო.
“ყველაზე ძალიან რაზეც მე გული მწყდება, ფაქტობრივად ჩათვალეთ პირველი 2 წელი ვერანაირ რადიკალურ ნაბიჯებს ვერ ვდგამდით. სულ ახლახანს დაიწყო ბავშვთა სკოლის დაფუძნება, არ იყო საკმარისი ფინანსები და იცით, რომ გასული წელი გახლდათ, მხოლოდ 2018 წელს ვიყავით აქტიურად ინფრასტრუქტურის კუთხით ჩართული. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი გულისტკვილი და გამოწვევა, გარკვეული სიახლეები და პოზიტივი არის, მაგრამ ეს არ არის ის ტემპი, რასაც ვისურვებდით. ჩვენ უფრო ჩქარი ტემპი გვჭირდება”
“მოედნებს რუსთავის, საჩხერის და ქუთაისის სტადიონებს გავუკეთებთ, ხოლო, სტადიონის რეაბილიტაცია ადგილობრივი ხელისუფლების საქმეა. საერთოდ, ამას არც უნდა აკეთებდეს ფედერაცია, მაგრამ მათი პრობლემების გამო, ჩვენ ამ საქმესაც ვასრულებთ”, – განაცხადა კობიაშვილმა.
ლევან კობიაშვილი ქართულ საფეხბურთო სამყაროს მომავალი 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.