სერხიო რამოსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
17 თებერვალს, ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურსი მადრიდის “რეალი” საკუთარ მოედანზე “ჟირონასთან” 1:2 დამარცხდა.
მატჩის 90-ე წუთზე მადრიდელთა კაპიტანმა, სერხიო რამოსმა წითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.
სერხიო რამოსმა კარიერაში 25-ე წითელი ბარათი მიიღო. აქედან 20-ჯერ ის მოედნიდან ლა ლიგის მატჩებში გააძევეს. ესპანელი მცველი მორიგი რეკორდის მფლობელიც გახდა – რამოსს ევროპის ტოპ ჩემპიონატებში, ისტორიაში ყველაზე მეტი წითელი ბარათი მოუგროვდა. მან ამ მაჩვენებლით ლიგა 1-ში მოთამაშე კირილ როლს გადაასწრო.
ევროპის ტოპ ლიგებსი მოთამაშე ფეხბურთელები, რომლებმაც ყველაზე მეტი წითელი ბარათი მიიღეს:
ლა ლიგა – სერხიო რამოსი (20)
ლიგა 1 – კირილ როლი (19)
სერია A – პაოლო მონტერო (16)
პრემიერ ლიგა – დანკან ფერგიუსონი, რიჩარდ დანი, პატრიკ ვიეირა (8)
ბუნდესლიგა – იენს ნოვოტნი (8)