WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (386418) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

“სიტიმ” “შალკე” დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა (ვიდეო)

თარიღი: თებერვალი 21, 2019

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე გელზენკირხენის “შალკესა” და “მანჩესტერ სიტის” შორის პირველი მატჩი გაიმართა. “აუფშალკეზე” ჩატარებული შეხვედრა დრამატულად წარიმართა: ანგარიში მატჩის მე-18 წუთზე სერხიო აგუერომ გახსნა, თუმცა 38-ე წუთზე ნაბილ ბენტალებმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით წონასწორობა აღადგინა, ტაიმის წუთზე კი იმავე ბენტალებმა ისევ პენალტით გერმანელები სულაც დააწინაურა. ინგლისელებმა ანგარიშის შემოტრიალება მატჩის ბოლოს მაინც შეძლეს: შეცვლაზე შემოსულმა ლეროი სანემ 85-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, 90-ე წუთზე კი რაჰიმ სტერლინგმა “შალკეს” კარში მესამე ბურთი გაიტანა და “სიტიმ” გელზენკირხენი გამარჯვებულის რანგში დატოვა.

წყვილის საპასუხო მატჩი მანჩესტერში, 12 მარტს გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (I მატჩი)
“შალკე” — “მანჩესტერ სიტი” 2:3 (2:1)
გოლები: ბენტალები 38′ (პენ), 45′ (პენ) — აგუერო 18′, სანე 85′, სტერლინგი 90′.



მსგავსი სიახლეები