საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მეტოქეები ცნობილია
დღეს ნიონში, ქალთა შორის ევროპის 2021 წლის ჩეპიონატის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, რომელიც მე-5 კალათაში იყო მოთავსებული ევრო 2021-ის მე-2 შესარჩევ B ჯგუფში მოხვდა იტალიის, დანიის, ბოსნია-ჰერცეგოვინას, ისრაელისა და მალტის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად.
წილისყრის შედეგად, 9 ჯგუფი შედგა, საიდანაც ორი ჯგუფი ექვს-ექვსი, ხოლო შვიდი ხუთ-ხუთი გუნდისგან დაკომპლექტდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები 6 გუნდიან ჯგუფში მოხვდა. შესარჩევი ჯგუფის მატჩები, მიმოსვლითი ფორმულით, 2019 წლის 26 აგვისტოდან, 2020 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების თამაშების კალენდარი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
წელს, უეფა-ს შტაბ-ბინაში, ევრო 2021- ში მონაწილეობის მსურველთა რეკორდული რაოდენობა, მასპინძელი ინგლისის ჩათვლით 48 გუნდი იყო დარეგისტრირებული. მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე, პირველად, ეროვნული ნაკრების დონეზე იასპარეზებს კვიპროსის გუნდი. რაც შეეხება აზერბაიჯანის ქალთა ეროვნულ ნაკრებს იგი 2009 წლის შემდეგ პირველად ჩაერთვება საკვალიფიკაციო ეტაპში.
ინგლისამდე მისასვლელად ქალთა გუნდებს შემდეგი გზის გავლა უწევთ:
ჯგუფური საკვალიფიკაციო ეტაპი:
2019 წელი
26 აგვისტო – 3 სექტემბერი
30 სექტემბერი – 8 ოქტომბერი
4-12 ნოემბერი
2020 წელი:
2–11 მარტი
6–14 აპრილი
1–9 ივნისი
14–22 სექტემბერი
2020 წლის 25 სექტემბერი – ნიონი, ფლეი-ოფის წილისყრა.
19 და 27 ოქტომბერი (ორ-რაუნდიანი) ფლეი-ოფი.
2020 წლის ბოლოს, ინგლისში გასამართი ფინალური ტურნირის წილისყრა.
2021 წლის ივლისი, ინგლისი, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირი.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ უეფას შტაბ-ბინაში, ქალთა შორის ევრო 2021-ში მონაწილეობის მსურველთა რეკორდული რაოდენობა – 48 გუნდია დარეგისტრირებული. მონაწილეთა შორის არის ინგლისი, რომელიც ფინალურ ეტაპს, 2021 წლის ივლისში უმასპინძლებს. შესაბამისად, ის წილისყრაში არ მონაწილეობს.
კენჭისყრაში, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მე-5 კალათშია გადანაწილებული ფარერის კუნძულების, მალტის, მაკედონიის, ესტონეთის, მონტენეგროს, ლატვიის, ლიეტუვას, აზერბაიჯანის, კვიპროსისა და კოსოვოს გუნდებთან ერთად.
1 კალათი: საფრანგეთი*, გერმანია*, ჰოლანდია* (მოქმედი ჩემპიონი), ესპანეთი*, შვედეთი*, ნორვეგია*, შვეიცარია, შოტლანდია*, იტალია*
შენიშვნის სახით, *-ით აღნიშნულია ის გუნდები, რომლებიც ფიფა-ს 2019 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობენ.
2 კალათი: ავსტრია, დანია, ისლანდია, ბელგია, რუსეთი, უელსი, უკრაინა, ფინეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა
3 კალათი: პორტუგალია, ირლანდია, პოლონეთი, რუმუნეთი, სერბეთი, სლოვენია, უნგრეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბელორუსი
4 კალათი: თურქეთი, სლოვაკეთი, ხორვატია, ჩრდ.ირლანდია, საბერძნეთი, ისრაელი, ყაზახეთი, ალბანეთი, მოლდოვა
შესარჩევი ეტაპიდან, ფინალურ ეტაპზე ასპარეზობას, 9 ჯგუფის გამარჯვებული ნაკრები გააგრძელებს, რომლებსაც, 3 საუკეთესო მეორე ადგილოსანი (გუნდები, რომლებსაც თავის მხრივ, ნაჩვენები ექნებათ კარგი შედეგები პირველ აგილზე გასულ გუნდთან, შემდეგ, მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილებთან).
ჯგუფებში მეორე ადგილზე გასული დანარჩენი 6 გუნდი, 2020 წლის ოქტომბერში ფლეი-ოფში, ევროპის ჩემპიონატის ბოლო 3 მონაწილეს გამოავლენს.
სფფ-ის პრესსამსახური