“ტორპედოს” ამბები – ახალი მოედანი, 4 კონტრაქტი, სუპერთასი
ქუთაისის “ტორპედო” 24 თებერვალს სუპერთასისთვის ბრძოლაში ეროვნული ლიგის ჩემპიონ “საბურთალოს” დაუპირისპირდება. გუნდი უკვე საქართველოშია და მზადებას აქტიურად აგრძელებს.
“ტორპედოს” ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ სამწვრთნელო შტაბის რამდენიმე გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, რომლებიც უმეტესად ახალგაზრდა ფეხბურთელებს შეეხებათ.
19 წლის მარცხენა მცველი ვახტანგ ნებიერიძე, 17 წლის მეკარე ლუკა მიქაია და 18 წლის შემტევი ნახევარმცველი თამარ შარვაშიძე გუნდში 3-წლის განმავლობაში ითამაშებენ. 1-წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი მაქსიმე ქვილითაიამ.
მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის განცხადებით, პირველი 2 თვის განმავლობაში ქუთათურები რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაირჯებიან და ამის შემდგომ ადგილობრივი ხელისუფლება ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად სტადიონის რეაბილიტაციას დაიწყებს.
“ტორპედო” სეზონს სუპერთასით იწყებს, სადაც გუნდის რიგებში ოფიციალური დებიუტი ექნება ბუდუ ზივზივაძეს, რომელიც, შესაძლოა, ძირითად შემადგენლობაში თორნიკე კაპანაძესთან ერთად გამოჩნდეს.