მაქსი ლოპესი: “გუშინ ჩემ ვაჟს დავურეკე და იკარდიმ ტელეფონი გათიშა”
“ვასკო და გამას” ვეტერანმა” თავდამსხმელმა, მაქსი ლოპესმა მისი ყოფილი მეუღლის, ვანდა ნარასა და ყოფილი თანაგუნდელის მაურო იკარდის შესახებ გულახდილად ისაუბრა.
მაქსი ლოპესსა და ვანდა ნარას სამი საერთო შვილი ჰყავთ. ახლა ლოპესის შვილები ვანდასთან და მაურო იკარდისთან ერთად ცხოვრობენ.
“არ აქვს მნიშვნელობა, ითამაშებს თუ არა იკარდი არგენტინის ნაკრებში, მე ჩემი ქვეყნის გუნდს ყოველთვის ვუგულშემატკივრებ. იტალია არგენტინისგან განსხვავებული ქვეყანაა. ვანდა იტალიისათვის ზედმეტად ლაქლაქა პიროვნებაა. კარგმა აგენტებმა კონკრეტული მომენტების წაკითხვა იციან. ასევე, მათ იციან, თუ როდის უნდა ესაუბრონ პრესას და როდის არჩიონ ჩუმად ყოფნა. ვფიქრობ, იკარდის დონის ფეხბურთელს უკეთესი აგენტი სჭირდება.
ჩემი მიზანი შვილების დაცვაა. ახლა მათ ვეღარ ვხედავ. ზოგჯერ შვილებთან საუბრის საშუალებას არ მაძლევენ. ბოლოს ისინი დეკემბერში ვნახე. მე და ვანდას ძალიან ცუდი ურთიერტობა გვაქვს. წლების განმავლობაში ერთმანეთს ადვოკატებით ვესაუბრებოდით.
მაუროს ჩემს მიმართ ისეთივე დამოკიდებულება აქვს, როგორიც ვანდას, ზოგჯერ უარესიც. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ მასთან ნაკლები შეხება მქონოდა. მაგალითად, გუშინ ჩემი ვაჟის დაბადების დღე იყო. მე შვილს დავურეკე და როცა უნდა ეპასუხა, იკარდიმ ტელეფონი გათიშა. მე მაუროს ვითხარი, რომ მომავალში მიხვდება, თუ რამხელა დანაშაულს ჩადის. როგორი ურთიერთობა უნდა მქონდეს ასეთ ადამიანებთან?” – უთხრა მაქსი ლოპესმა Radio La 990-ს.