ევროპა ლიგის ფინალი “დინამო არენაზე”?
უეფას ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 2021 წელს ევროპული საკლუბო ტურნირების ფინალური შეხვედრების მასპინძლობისათვის ცხრა ქვეყანა იბრძვის.
აღსანიშნავია, რომ ევროპა ლიგის ფინალის მასპინძელ ორ სტადიონს შორის ერთი თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაა”. ასევე, ფინალის მასპინძლობა რამონ სანჩეს პისხუანის სახელობის “სევილიას” სტადიონს სურს.
უეფა ფინალების მასპინძელი სტადიონების შესახებ გადაწყვეტილებას 2019 წლის სექტემბერში მიიღებს.
ჩემპიონთა ლიგა:
გერმანია, მიუნხენი, “ალიანც არენა”
რუსეთი, სანქტ-პეტერბურგი, სანქტ-პეტერბურგის სტადიონი
ევროპა ლიგა:
საქართველო, თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი – “დინამო არენა”
ესპანეთი, სევილია, რამონ სანჩეს პისხუანი
უეფას სუპერთასი:
ბელორუსი, მინსკი, “დინამოს” სტადიონი
ფინეთი, ჰელსინკი, ჰელსინკის ოლიმპიური სტადიონი
ჩრდილოეთ ირლანდია, ბელფასტი, “უინდსორ პარკი”
უკრაინა, ხარკოვი, “მეტალისტის” სტადიონი
ქალთა ჩემპიონთა ლიგა:
შვედეთი, გეტებორგი, “გამლა ულევი”