“ჩელსიმ” კეპა დასაჯა
ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელობამ კეპა არისაბალაგა “მანჩესტერ სიტისთან” მატჩში მომხდარის შემდეგ დასაჯა. ესპანელ მეკარეს ერთი კვირის ხელფასი ჩამოეჭრა.
როგორც იცით, ინგლისის ლიგის თასის ფინალში, როცა მაურისიო სარი კეპას ცვლიდა, მან მოედანი არ დატოვა.
“მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი გაუგებრობა იყო, დიდი შეცდომა დავუშვი. მინდა, რომ მწვრთნელს, ვილის (კაბალიერო), თანაგუნდელებს, კლუბსა და ფანებს ბოდიში მოვუხადო”, – აცხადებს კეპა.
კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მაურისიო სარის კომენტარიც გამოქვეყნდა.
“კეპა მიხვდა, რომ დიდი შეცდომა დაუშვა. მან მე, მის თანაგუნდელებსა და კლუბს ბოდიში მოგვიხადა. ახლა კლუბის გადასაწყვეტია, თუ როგორ იმოქმედებს. ჩემთვის ეს საკითხი უკვე დახურულია”, – ამბობს იტალიელი სპეციალისტი.
ლონდონის “ჩელსი” კეპას ხელფასიდან ჩამოჭრილ თანხას “ჩელსის” ფონდში გადარიცხავს.