ბრენდან როჯერსი “ლესტერის” თავკაცად დაინიშნა
“ლესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბრენდან როჯერსი დაინიშნა, რომელიც მანამდე გლაზგოს “სელტიკს” ედგა სათავეში. მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ივნისის ჩათვლით ექნება.
“ეს ჩემთვის დიდი პატივია. ძალას არ დავზოგავ იმისთვის, რომ “ლესტერის” ფანები თავიანთი გუნდით ვაამაყო. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები გავხდებით. ფეხბურთელებთან, კლუბის პერსონალთან და ქომაგებთან თანამშრომლობას ვაპირებ, რათა წინ სწორი ნაბიჯები გადავდგათ”, – ციტირებს როჯერსის სიტყვებს “ლესტერის” ოფიციალური ვებგვერდი.