ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებში დაბრუნდა
არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ მარტში გასამართი ამხანაგური შეხვედრებისათვის შემადგენლობა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის პირველ გუნდში დაბრუნდა ლიონელ მესი, რომელსაც ნაკრებში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ აღარ უთამაშია.
არგენტინის ნაკრები 23 მარტს, მადრიდში, “ვანდა მეტროპოლიტანოზე” ვენესუელას შეხვდება, ხოლო 26 მარტს სტუმრად მაროკოს დაუპირისპირდება.