თურქეთში ფეხბურთელი მოედანზე სამართებლის პირით შევიდა და მეტოქე დააზიანა (ვიდეო)
თურქეთის რანგის მესამე დივიზიონში, “ამედსა” და “საქარიასპორს” შორის მატჩი ინციდენტით დაიწყო.
თურქულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “ამედის” ფეხბურთელი, მანსურ ჩალარი მოედანზე სამართებლის პირით გავიდა და მეტოქე გუნდის მოთამაშე, ფერჰათ იაზგანი დააზიანა. ეს ყველაფერი მატჩის დაწყებამდე მოხდა, როცა ფეხბურთელები ერთმანეთს ხელს ართმევდნენ.
ამის შემდეგ, ჩალარი არ გაჩერდა და იაზგანს ისევ დაუპირისპირდა. მიუხედავად ყველაფრისა, თამაში ჩვეულებრივ დაიწყო და ყველა ფეხბურთელმა შეხვედრა ჩაატარა. მატჩის დასრულების შემდეგ, დაზარალებულმა ფერჰათ იაზგანმა სოციალურ ქსელში ფოტოც გამოაქვეყნა.
Amedsporlu futbolcu Mansur Çalar, Sakaryaspor maçına elinde gizlediği jiletle çıktı ve rakip takım futbolcularını yaraladı@TFF_Orgpic.twitter.com/QHhal7r14n
— Yeni Şafak Spor (@yenisafakspor) March 3, 2019