დენი მერფი: “ლივერპულს” კოუტინიოს კრეატიულობა აკლია”
“ლივერპულისა” და ლონდონის “ტოტენჰემის” ყოფილი ფეხბურთელი, დენი მერფი, თვლის, რომ მერსესაიდულ “ლივერპულს” ნახევარდაცვაში კრეატიულობა აკლია, რაზეც აქამდე ფილიპე კოუტინიო ზრუნავდა.
“ვფიქრობ, თუ “ლივერპულის” ფანებს კითხავთ, უნდათ თუ არა, რომ გუნდში კოუტინიოს სტილის ფეხბურთელი ჰყავდეთ, ისინი დადებით პასუხს გაგცემენ.
ყოველთვის კარგია, როდესაც ისეთი კრეატიული ფეხბურთელი გყავს, რომელიც თამაშის საკუთარ თავზე აღებას შეძლებს. მათ სწორედ ეს აკლიათ.
თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ახლა “ლივერპული” “სიტის” მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება, გასულ სეზონში კი 19 ქულით იყო უკან. კონკურენცია აშკარად გაზრდილია,” – აცხადებს დენი მერფი.