გიორგი ჭანტურია და თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში?
საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი გიორგი ნავალოვსკი საქართველოში დაბრუნდა და ბათუმის “დინამოში” ითამაშებს.
32 წლის ფეხბურთელმა ბათუმელებთან შეთანხმებას მიაღწია. ის ნაკრების ერთადერთი მოთამაშეა, რომელიც წელს საქართველოში დაბრუნდა სათამაშოდ.
27 წლის თორნიკე ოქრიაშვილი და 25 წლის გიორგი ჭანტურია სამ თვეზე მეტია უკლუბოდ არიან და ჯერჯერობით მათი მომავალი კლუბების შესახებ ცნობილი არაფერია.
ბოლოს ჭანტურია შვედურ “მალმიოსთან” დააკავშირეს, ხოლო, ოქრი ყაზახურ “ასტანასთან”, საუბარი იყო “ტვენტეს” ვარიანტზეც. ორივე ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 800 000 ევროს ადგენს.
გიორგი უკვე დიდი ხანია ვაისის როტაციაში და ტრავმიდან გამომდინარეც ნაკრების წევრი აღარაა, თუმცა ოქრიაშვილი გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ითვლება და მისი ეს სიტუაცია ვაისს დიდი თავსატეხის წინაშე აყენებს.
თორნიკე ბოლოს კუს ტბაზე და ფიტნეს კლუბში შენიშნეს. მან ყაზახურ ვარიანტზე უარი ხელოვნურ საფარიანი მოედნების გამო თქვა. ყაზახეთში თითქმის არ არის ბუნებრივ საფარიანი სტადიონი.
ჯერჯერობით არც ქართულ და არც უცხოურ მედიაში მათი ამბავი ცნობილი არ არის. შესაძლოა, ისინი, თუნდაც 1 სეზონით ეროვნულ ლიგაში ვიხილოთ?