“მანჩესტერ იუნაიტედს” “პსჟ”-თან მატჩში ძირითადი შემადგენლობის ათი მოთამაშე დააკლდება
“მანჩესტერ იუნაიტედს” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ გასამართი საპასუხო მატჩის წინ სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს.
“მანჩესტერ ივნინგ ნიუსი” იტყობინება, რომ შეხვედრას ტრავმის გამო შემდეგი ფეხბურთელები გამოტოვებენ: ფილ ჯონსი, ჯესი ლინგარდი, ნემანია მატიჩი, ანდერ ერერა, ხუან მატა, ანტონიო ვალენსია, მატეო დარმიანი, ანტონი მარსიალი და ალექსის სანჩესი. დისკვალიფიკაციის გამო გუნდს პოლ პოგბა ვერ დაეხმარება.
ოლე გუნარ სულშერმა განაცხადში აკადემიის ხუთი ფეხბურთელი შეიყვანა: მცველი ბრენდონ უილიამსი, ნახევარმცველები ჯეიმს გარნერი და ეინჯელ გომესი და თავდამსხმელები ტაჰით ჩონგი და მეისონ გრინვუდი.
შეგახსენებთ, რომ “ოლდ ტრაფორდზე” გამართული პირველი შეხვედრა პარიზელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. საპასუხო მატჩი პარიზში, 6 მარტს ჩატარდება.