“ინტერმა” იკარდისთან მოლაპარაკებები დაიწყო
“ინტერის” წარმომადგენლები მაურო იკარდისა და მის აგენტს, ვანდა ნარას შეხვდნენ. ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელ Twitter-ში კლუბის ოფიციალურმა გვერდმაც დაადასტურა.
იკარდის 13 თებერვალს კაპიტნის სამკლავური ჩამოართვეს, რის შემდეგაც მასსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა არ შემდგარა. ასევე, არგენტინელ თავდამსხმელს ერთი თვეა არ უთამაშია.
“გენერალური მენეჯერი, ბეპე მაროტა დღეს მაურო იკარდისა და ვანდა ნარას შეხვდა. ეს მეგობრული შეხვედრა იყო, რომელიც მიზნად ყველასათვის სასურველი გამოსავლის პოვნას ისახავდა”, – ვკითხულობთ “ინტერის” გვერდზე.
L’Amministratore Delegato Sport dell’Inter Giuseppe Marotta ha incontrato nella giornata odierna @mauroicardi e Wanda Nara.
Si è trattato di un incontro cordiale volto alla ricerca di una soluzione nell’interesse di tutte le parti coinvolte #FCIM— Inter (@Inter) March 6, 2019