ერთა ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ერთა
ჩემპიონატი“, რომელშიც 12 ეროვნული ნაკრები მონაწილეობს მთელი მსოფლიოდან,
2019 წლის 8-16 ივნისს თბილისში გაიმართება. ეს შეჯიბრება 2022 წლის
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპიცაა.
12 მონაწილე ქვეყნიდან 6 ევროპული ნაკრებია: საქართველო, ბრიტანეთი,
ბულგარეთი, ირლანდია, მალტა და აზერბაიჯანი. ამ 6 გუნდს შორის საუკეთესო
ევრო 2022-ის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის, პლეიოფის საგზურს მიიღებს.
გარდა ამისა ითამაშებენ ჩინეთი, ინდოეთი, ნიგერია და სამხრეთი ამერიკის
ზონალური ტურნირის გამარჯვებული კოლუმბია. ჯერ გაურკვეველია 2 გუნდის
ვინაობა – ჩრდილო ამერიკის ზონალური ტურნირის გამარჯვებულის და კიდევ ერთი
ნაკრების, რომელსაც IHF პერსონალურად მიიწვევს.
ჩემპიონატის მასპინძლობის მსურველი რამდენიმე იყო, მაგრამ ხელბურთის
საერთაშორისო ფედერაციამ შეარჩია მისი დიდი ხნის საიმედო პარტნიორი –
საქართველოს ფედერაცია, რომელთანაც როგორც მსოფლიო, ასევე ევროპულ
ფედერაციებს დიდი ხნის საიმედო პარტნიორობა აკავშირებთ – საქართველოში
გაიმართა 2017 წლის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი და ორი ასაკობრივი ევროპის
ჩემპიონატი – 2016 და 2018 წლებსი, მესამეს კი თბილისი 2019 წლის აგვისტოში
მასპინძლობს. ყველა ამ ტურნირმა საერთაშორისო ფედერაციებიდან უმაღლესი
შეფასება დაიმსახურა საორგანიზაციო კუთხით.
ფორმატი ასეთია: შეიქმნება ორი ექვსგუნდიანი ჯგუფი, რომლის 2-2
გამარჯვებული პირველობითსვის ბრძოლას ნახევარფინალში გააგრძელებს.
ევრო 2022 წლის მეორე შესარჩევი ეტაპი გაიმართება 2020 წლის აპრილში.
კვიპროსი, ლუქსემბურგი და „ერთა ჩემპიონატის“ საუკეთესო ევროპული გუნდი
წილისყრით დაუწყვილდება სამ მეტოქეს, ევრო 2020-ის მთავარი შესარჩევი
რაუნდიდან. პლეიოფი გაიმართება შინ/სტუმრად ფორმატით. 3 გამარჯვებული გავა
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მთავარ საკვალიფიკაციო ეტაპზე, რომელიც 2020
წლის შემოდგომაზე დაიწყება. აქ უკვე ევროპის ყველა უძლიერესი ნაკრები
ითამაშებს. 32 გუნდი გაათამაშებს ევრო 2022-ის 20 საგზურს. ევროპის 2022
წლის ჩემპიონატის ფინალური ტურნირი გაიმართება 2022 წლის იანვარშ, უნგრეთსა
და სლოვაკეთში.
ხელბურთი. IHF ერთა ჩემპიონატი / ევრო 2022 შესარჩევი
8-16 ივნისი, 2019 – თბილისი
ჯგუფური ეტაპი: 8, 9, 10, 12, 13 ივნისი, ნახევარფინალი: 15 ივნისი,
ფინალი: 16 ივნისი
მონაწილეობს 12 გუნდი:
6 – ევროპა (აზერბაიჯანი, ბრიტანეთი, ბულგარეთი, ირლანდია, მალტა,
საქართველო)
1- სამხრეთი და ცენტრალური ამერიკა (კოლუმბია – IHF სამხრეთი და ცენტრალური
ამერიკის ერთა ჩემპიონატის გამარჯვებული)
1- ჩრდილოეთი ამერიკა და კარიბის ზღვის აუზი (IHF ჩრდილო ამერიკისა და
კარიბის ზღვის აუზის ერთა ჩემპიონატის მომავალი გამარჯვებული)
4 პერსონალურად მიწვეული გუნდი (ჩინეთი, ინდოეთი, ნიგერია. მეოთხე
ვაილდკარდის მფლობელი მოგვიანებით გაირკვევა)
საუკეთესო ევროპული გუნდი მიიღებს ევრო 2022 მეორე საკვალიფიკაციო რაუნდი,
პლეიოფის საგზურს (პლეიოფი გაიმართება 2020 წლის აპრილში. გამარჯვებულები
გავლენ მთავარ შესარჩევ რაუნდში)