გიორგი მელქაძემ მოსკოვის “სპარტაკში” ანტირეკორდი დაამყარა
მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველმა, გიორგი მელქაძემ 7 მარტს რუსეთის თასის მატჩში “ურალის” წინააღმდეგ ითამაშა და საკუთარ კლუბში ანტირეკორდიც დაამყარა. ამ შეხვედრაში “ურალმა” მოსკოვური გუნდი 1:0 დაამარცხა.
მელქაძეს “სპარტაკის” პირველი გუნდის რიგებში 10 მატჩი მოუგროვდა. მოსკოველებმა ამ ათივე შეხვედრაში მოგება ვერცერთხელ ვერ მოახერხეს – 6 მარცხი და 4 ფრე.
აქამდე ანტირეკორდი ალექსანდრ კოდილევს ეკუთვნოდა, რომელსაც პირველ 9 მატჩში მოგება არ ჰქონია.
მელქაძე და საქართველოს ნაკრები
გიორგი მელქაძე მოსკოვშია დაბადებული. როგორც ცნობილია, ნახევარმცველს საქართველოს ნაკრებში თამაში შესთავაზეს, თუმცა მან ამაზე უარი თქვა.
“შემოთავაზება იყო. მათ ვუთხარი, რომ ფეხბურთის თამაში რუსეთში ვისწავლე, ამიტომ რუსეთისთვის ვითამაშებ. გარდა ამისა, მოსკოვში დავიბადე. საქართველოდან ამის შემდეგ არავინ დამკავშირებია”, – განაცხადა მელქაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში.