ჭანტურიამ ყოფილ გუნდს 4 გოლი გაუტანა
მაკედონიის ჩემპიონატში სამი ქართველი ხელბურთელის, რეზო ჭანტურიას, გიორგი
დიხამინჯიასა და ლექსო წითელიშვილის გუნდი სტრუგა, პრინციპულ თამაშში 28-30
დამარცხდა ბიტოლას პელისტერთან.
ორივე გუნდი ფინალურ ტურნირში გასასვლელად იბრძვის და მატჩს დაძაბულობას
ისიც მატებდა, რომ რეზო ჭანტურია ეთამაშებოდა თავის ყოფილ კლუბს, საიდანაც
თებერვლის ბოლოს წამოვიდა. ჭანტურიამ 4 გოლი გაიტანა, წითელიშვილმა – 3,
დიხამინჯიამ – 2, სტრუგამ კი 16-13 მოიგო პირველი ტაიმი, მეორეში 19-15
დაწინაურდა, მაგრამ მოგებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ბოლო წუთებამდე
ფრე, 27-27 იყო, შემდეგ კი მასპინძლებმა მოიგეს, 30-28.
შედეგად, სტრუგას პლეი-აუტში მოუწევს ბრძოლა და, უკეთეს შემთხვევაში,
მეშვიდე ადგილს დაიკავებს, პირველ 4 გუნდს კი დაემატებიან სკოპიეს ვარდარი
და მეტალურგი და ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.
მაკედონიის სუპერლიგა. 16/18 ტურის შემდეგ. 1. ეუროფარმ რაბოტნიკი 46 ქულა
– 2. პელისტერი 35 – 3. პროლეტი 34 – 4. ბუტელი 33 — 5. ოჰრიდი 33 – 6.
სტრუგა 25 – 7.რადოვიში 12 – 8. პრილეპი 10 – 9. ვარდარ ჯუნიორი 9 – 10.
ბორეცი 0