კონორ მაკგრეგორი დააპატიმრეს (ვიდეო)
მაიამის პოლიციამ MMA-ს მებრძოლი კონორ მაკგრეგორი ფანთან მომხდარი დაპირისპირების გამო დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, ირლანდიელი სპორტსმენი მაიამის ერთ-ერთ ღამის კლუბს გამთენიისას, 05:00 საათზე ტოვებდა. ამ დროს 22 წლის აჰმედ აბდირზაკმა მისთვის ფოტოს გადაღება სცადა, მაკგრეგორმა კი მას ხელში ჩაარტყა და ტელეფონი ძირს დააგდებინა. კონორმა ტელეფონი აიღო და ის იმ სასტუმროში წაიღო, რომელშიც დაბინავებული იყო. დაზარალებულის ინფორმაციით, მისი მობილური ტელეფონი 1000 დოლარი ღირდა.
მაიამის პოლიციამ მაკგრეგორი 05:56 საათზე დააკავა, თუმცა მოგვიანებით გირაოს სახით გადახდილი 12500 დოლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა.
კონორ მაკგრეგორი საპატიმროს ტოვებს
Here is UFC star Conor McGregor exiting the jail after posting bond on criminal mischief and robbery charges related to a phone incident. He didn’t want to speak, escorted to Black Escalade by someone on his team and quickly left. pic.twitter.com/ZqdUgVd1ZN
— Cameron Wolfe (@CameronWolfe) March 12, 2019