WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (389286) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ალეგრი: “სწორედ ეს გვქონდა დაგეგმილი პირველ მატჩშიჩ”

თარიღი: მარტი 13, 2019

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ მადრიდის “ატლეტიკოსთან” გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც იცით, მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში “იუვემ” “ატლეტიკო” ტურინში 3:0 დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში (3:2) მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

“ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს. მათ დღეს კარგი ტექნიკა, სიზუსტე და აგრესია გამოავლინეს – სწორედ ეს გვქონდა დაგეგმილი პირველ მატჩშიც, თუმცა იმ შეხვედრის შემდეგ ვიფიქრე და რამდენიმე ცვლილება გავაკეთე. ამ მატჩს ყველა დიდი ხანი ელოდა. იყო იმის ალბათობა, რომ ბევრი ნერვიულობა მოგვიწევდა, ამიტომაც ბიჭებს ვუთხარი, რომ მშვიდად ყოფილიყვნენ.

სპინაცოლამ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, ბერნანდესკიც ძალიან კარგი იყო. ვფიქრობ, ბერნანდესკიმ ამ მატჩის შემდეგ წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

ფანებისთვის, კლუბისთვის და თავად ფეხბურთელებისათვის ძალიან სასიამოვნოა, როცა იციან, რომ კარგი გუნდი გვყავს. ახლა სერია A-ზე გადავერთვებით, სადაც საჭირო ქულების მოპოვებაზე უნდა ვიფიქროთ, შემდეგ კი ისევ ჩემპიონთა ლიგაზე ვიფიქრებთ”, – უთხრა ალეგრიმ Sky Sport Italia-ს.



მსგავსი სიახლეები