დიეგო სიმეონემ რონალდუს ჟესტზე კომენტარი გააკეთა
მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ ტურინის “იუვენტუსთან” მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“იუვენტუსმა” უკეთ ითამაშა. გოლის გატანის შანსი მორატას ჰქონდა. “იუვენტუსი” მუდმივად შეტევაში იყო და ჩვენს საჯარიმოსთან იმყოფებოდა, ამიტომაც თავი უნდა დაგვეცვა. “იუვეს” ვულოცავ. ტურინელებმა გამარჯვება დაიმსახურეს. მართალია, შეცდომები დავუშვით, მაგრამ მეტოქე ტაქტიკურად უკეთესად გამოიყურებოდა.
“იუვენტუსმა” დღეს ისე ითამაშა, როგორც ჩვენ პირველ მატჩში. ვფიქრობ, ეს “ატლეტიკოს” ყველაზე ცუდი თამაში არ ყოფილა. ალბათ, ხასიათი ვერ გამოვავლინეთ. ჩემი აზრით, “იუვენტუსის” ყველაზე ძლიერი მხარე გადაცემებია”, – უთხრა სიმეონემ Sky Sport Italia-ს.
არგენტინელმა სპეციალისტმა კომენტარი კრიშტიანო რონალდუს ჟესტზეც გააკეთა.
“კრიშტიანო რონალდუ მსოფლიოში საუკეთესოა და ის სწორედ ასეთი დიდი მატჩების მოთამაშეა. მან ნახა, რა გავაკეთე მე “ვანდა მეტროპოლიტანოზე” და ჩემს მსგავსად, დღეს მან თავისი ხასიათის ჩვენება სცადა”, – დაასრულა სიმეონემ.