“რეალი” ერიქსენის გადაბირებაზე ფიქრობს, “ტოტენჰემი” გარეთ ბეილს უმიზნებს
მადირიდს “რეალისა” და “ტოტენჰემის” ხელმძღვანელები კრისტიან ერიქსენისა და გარეთ ბეილის მომავალთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამინფორმაციას As ადასტურებს.
როგორც იცით, “სპურსი” ადრე წარმოუდგენელი ოდენობის თანხას ითხოვდა დანიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ, თუმცა ახლა ვითარება შეცვლილია – საქმეში გარეთ ბეილიც ითვლება.
“ტოტენჰემი” მზადაა, გარეთ ბეილი ლონდონში არენდის წესით დააბრუნოს, რადგანაც ისინი არ აპირებენ 29 წლის ფეხბურთელში 70 მილიონი ევროს გადახდას. თუმცა არსებობს ერთი პრობლემა – “ტოტენჰემს” არ შეუძლია გადაუხადოს უელსელი ფეხბურთელის ხელფასი (12 მილიონი ევრო წელიწადში).
შეგახსენებთ, რომ გარეთ ბეილი “რეალს” 2013 წლის ზაფხულში შეუერთდა 101 მილიონი ევროს სანაცვლოდ. იმ დროს ბეილი ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერად ითვლებოდა, თუმცა ახლა ის მხოლოდ მეშვიდე პოზიციას იკავებს ამ სიაში.