ეროვნული ლიგა – “საბურთალომ” “ტორპედო” გაანადგურა და სრული რევანში აიღო
ეროვნული ლიგის მე-4 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “საბურთალომ” “ტორპედო” მიიღო და 3-0 გაანადგურა. დუბლი დიასამიძემ შეასრულა, ხოლო, შინდაგორიძემ გოლი და საგოლე პასი დადო. მატჩის ბედი პრაქტიკულად პირველ 25 წუთში გადაწყდა, როდეაც ანგარიში 3-0 გახდა.
გათამაშებას 12 ქულით “საბურთალო” ლიდერობს, ხოლო, “ტორპედომ” ზედიზედ მე-2 თამაში წააგო. შეიძლება ითქვას, ფინანსურმა კრიზისმა სერიოზული სათამაშო პრობლემებიც გამოიწვია.
სუპერთასზე განცდილი მარცხისთვის ჩემპიონმა სრული რევანში აიღო.
შემდეგ ტურში “ტორპედო” “რუსთავს” ეთამაშება, “საბურთალო” თბილისის “დინამოს” ესტუმრება.
საბურთალო 3-0 ტორპედო
გოლები: დიასამიძე 10/26, შინდაგორიძე 16
საბურთალო: მიგინეიშვილი – ჩაბრაძე, კაკუბავა, მარგველაშვილი, ლაკვეხველიანი – გორგიაშვილი, დიასამიძე (ტერა 76), ალთუნაშვილი – შინდაგორიძე (ვაგნერი 67), კოხრეიძე (გი 73) – როლოვიჩი
მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი
ტორპედო: კვასხვაძე – გეგეჭკორი, აზაცკი, კობახიძე, სტიეპოვიჩი (დოლიძე 59) – ცინცაძე, გიგაური – ჩაჩუა (კაპანაძე 46), ქავთარაძე (ლუკა 73), ქიმაძე – ზივზივაძე
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი