უგუნდო – გიორგი ჭანტურია ამერიკაში, თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოში
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელებად მიჩნეული, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ჭანტურია ამ დროისთვის უკლუბოდ არიან და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სულ მალე ორივე მათგანი ახალ გუნდებში აღმოჩნდება.
ჭანტურია, უდიდესი ალბათობით, კარიერას ამერიკაში გააგრძელებს, თუმცა არა “სან ხოსეში”, სადაც გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი თამაშობენ. MLS უკვე დაიწყო, თუმცა ჭანტურია თავისუფალი აგენტის სტატუსით შეურთდება ამერიკელებს.
თორნიკე ოქრიაშვილი გიორგისგან დაახლოებით 13-14 საათის ფრენის მანძილზე იქნება. ოქრი ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის არის გამოძახებული და ფორმაში ყოფნას თბილისის “ლოკომოტივში” ვარჯიშით ცდილობს. შესაძლოა, თორნიკე დროებით სწორედ “ლოკოს” შეუერთდეს ან “ანორთოსისში” წავიდეს, სადაც თემურ ქეცბაია ინიშნება.
ორივე ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 850 ათასი ევროა და მათ ზურგს კატალონიური და ბელგიური გამოცდილება უმაგრებთ.