კარაგერი: “სალაჰი ეგოისტურად და ხარბივით მოიქცა”
“ლივერპულის” ლეგენდამ, ჯეიმი კარაგერმა “ფულჰემსა” და “ლივერპულს” შორის გამართული მატჩის შემდეგ მოჰამედ სალაჰზე ისაუბრა და მას ეგოისტი უწოდა.
როგორც იცით, 17 მარტს მერსესაიდულმა კლუბმა “ფულჰემი” სტუმრად 2:1 დაამარცხა. ამ მატჩში იყო ეპიზოდები, როცა სალაჰმა თამაში თავის თავზე აიღო და თავისუფლად მყოფ თანაგუნდელს გადაცემა არ გაუკეთა. კარაგერმა ეგვიპტელი სწორედ ამის გამო გააკრიტიკა.
“სალაჰი ეგოისტურად და ხარბულად მოიქცა. მას “ლივერპულის” რიგებში, პრემიერ ლიგაში ბრწყინვალე სტატისტიკა აქვს – გოლები გააქვს და საგოლე მომენტებს ქმნის. მასზე მეტ გოლში მონაწილეობა არავის მიუღია და ის მეტოქისათვის მუდმივად საფრთხეს წარმოადგენს. თუმცა, მატჩში ორჯერ ან სამჯერ თავი უნდა აწიოს და დაინახოს, რა ხდება მის ირგვლივ”, – ციტირებს კარაგერის სიტყვებს Goal.Com.