რუნი: “თუ “ლივერპული” პრემიერ ლიგას მოიგებს, ისინი ამაზე 10-15 წელი ილაპარაკებენ”
“მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ევერტონის” ყოფილმა ფეხბურთელმა, უეინ რუნიმ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის ფავორიტებზე ისაუბრა.
როგორც იცით, ჩემპიონობისათვის “ლივერპული” და “მანჩესტერ სიტი” იბრძვიან. მიუხედავად იმისა, რომ რუნის ამ ორი გუნდიდან არცერთის ჩემპიონობა არ სურს, მან სასურველი გამარჯვებული მაინც დაასახელა.
“კარგია, რომ ინგლისში არ ვიმყოფები, რადგან ტიტულისათვის “მანჩესტერ სიტი” და “ლივერპული” იბრძვიან. იმედი მაქვს, “სიტი” გაიმარჯვებს. “ლივერპულის” ჩემპიონობა “ევერტონის” ყველა ფანისათვის კოშმარი იქნება. მათ 2005 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგეს და დღესაც ამაზე საუბრობენ. თუ წელს პრემიერ ლიგას მოიგებენ, კიდევ 10-15 წელი ილაპარაკებენ”, – უთხრა რუნიმ TalkSPORT-ს.
შეგახსენებთ, რომ რუნი “ევერტონის” აკადემიის აღზრდილია. ასევე, მან “მანჩესტერ იუნაიტედში” 13 წელი გაატარა.