საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან დამარცხდა
23 მარტს, “დინამო არენამ” ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას უმასპინძლა საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებებს შორის. საქართველოს ნაკრებს მხარს სტადიონზე შეკრებილი 50 000-ზე მეტი ქომაგი უმაგრებდა.
შეხვედრა სტუმრების აქტიურობით დაიწყო, თუმცა ქართველმა ფეხბურთელებმა მაღალი პრესინგის ხარჯზე მალევე მოახერხეს მეტოქისთვის სივრცეების შეზღუდვა. მეოცე წუთისთვის ქართველებმა გარკვეული უპიარტესობა მოიპოვეს და რამდენიმე შანსიც ჰქონდათ გოლის გასატანად.
ტაიმის მეორე ნახევარში შვეიცარიელები აქტიურობდნენ. შეხვედრის 32-ე წუთზე გურამ კაშია უხეში თამაშისთვის დაჯარიმდა. რიკარდო როდრიგესმა გიორგი ლორიას კარის მიმართულებით უძლიერესი დარტყმა განახორციელა, რასაც რიკოშეტი მოყვა. ლორია უძლური იყო, თუმცა, საბედნიეროდ, ბურთი კარს აცდა.ტაიმის მიწურულს კაკაბაძემ ბრწყინვალე დრიბლინგით პრობლემები შეუქმნა მეტოქეს, თუმცა ამან, ისევე როგორც ვაკო ყაზაიშვილის დარტყმულმა მიზანს ვერ მიაღწია. ტაიმი ნულოვან ფრედ დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში გუნდებმა სახიფათო მომენტები გაცვალეს. ჯერ ჯანო ანანიძის მიერ შესრულებულ კუთხურს მოყვა არეულობა მეტოქის საჯარიმოში, შემდეგ კი ერთი-ერთზე გასულმა რემო ფროილერმა ვერ დააარტყა ზუსტად. რამდენიმე წუთში, საქართველოს ნაკრების საჯარიმოში არსებული არეულობით ცუბერმა ისარგებლა და გიორგი ლორიას მარჯვენა დაბალ კუთხეში გაუტანა გოლი.
გაშვებულმა გოლმა საქართველოს ნაკრებზე უარყოფითი გავლენა იქონია და გუნდს ორი სახიფათო შეტევის მოგერიება მოუხდა. ვლადიმერ ვაისის შეგირდები წინ წასვლას ვეღარ ახერხებდნენ. საპირისპიროდ, მატჩის მე-80 წუთზე “გლადბახში” მოთამაშე ცაქარიამ შეძლო ლორიას კარში მეორე გოლის გატანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.