ვან დეიკი: “სიკვდილს თვალებში ჩავხედე, საშინელება იყო”
“ლივერპულის” ჰოლანდიელმა ლიდერმა, ვირჯილ ვან დეიკმა, ცხოვრების ყველაზე დიდი ბრძოლა გაიხსენა. 17 წლის ასაკში ვან დეიკს აპენდიქსი გაუსკდა და როგორც დედამისს ექიმებმა უთხრეს, მხოლოდ კარგი ფიზიკური მდგომარეობის გამო დარჩა ცოცხალი.
“სიკვდილს თვალებში ჩავხედე, ნამდვილი საშინელება იყო. ეს პირველი შემთხვევა იყო ჩემ ცხოვრებაში, როდესაც ფეხბურთი ჩემთვის არაფერს ნიშნავდა, სრულად უმნიშვნელო იყო. მე სიცოცხლისთვის ვიბრძოდი.
მე და დედაჩემი ვლოცულობდით, ღმერთს ვევედრებოდით და გულწრფელი რომ ვიყო, სიტუაციის განვითარების რამდენიმე ვარიანტზე ვფიქრობდით.
დოკუმენტები უნდა შემევსო, რადგანაც საავადმყოფოში ჩემი გარდაცვალების შემთხვევაში თანხის ნაწილი დედაჩემსგადაეცემოდა. არავის უნდოდა პრობლემის წინაშე დადგომა. დიდი შანსი იყო, რომ მოვმკვდარიყავი.
მახსოვს როგორ ვიწექი საწოლში და მხოლოდ ჩემ სხეულში მოთავსებულ მილებს ვხედავდი. არაფერი შემეძლო, დაცემული ვიყავი. საშინელ რაღაცებზე ვფიქრობდი,” – იხსენებს ვან დეიკი.