სტერლინგი: “საუკეთესო გზა ჰეითერების გასაჩუმებლად” (ფოტო)
25 მარტს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ინგლისის ნაკრები სტუმრად მონტენეგროს დაუპირისპირდა და მეტოქე 5:1 დაამარცხა.
შეხვედრის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, რაჰიმ სტერლინგი იყო. მან ერთი გოლის გატანა და ერთი საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.
მატჩის დასრუელბის შემდეგ, ინგლისელთა შემტევმა სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა:
“საუკეთესო გზა ჰეითერების გასაჩუმებლად (დიახ, მე რასისტებს ვგულისხმობ)”, – წერს სტერლინგი Twitter-ში.
ცნობისთვის, მონტენეგროსთან მატჩის მიმდინარეობისას, ინგლისელთა ფერადკანიან მოთამაშეებს ადგილობრივი ფანები რასისტულ შერაცხყოფას აყენებდნენ.
Best way to silence the haters (and yeah I mean racists) 🙉😘 #2019 #getsomeeducation pic.twitter.com/ohhkOJtdey
— Raheem Sterling (@sterling7) March 25, 2019