კონორ მაკგრეგორმა კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა
შერეული ორთაბრძოლების ირლანდიელმა მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა სპორტული კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა.
30 წლის სპორტსმენმა Twitter-ში პოსტი დღეს განათავსა:
“მოგესალმებით. გადავწყვიტე, რომ დღეს სპორტული კარიერა დავარულო. ჩემ ყოფილ კოლეგებს წარმატებას ვუსურვებ. ახლა ამ ინდუსტრიაში ყოფილ პარტნიორებს ვუერთდები, რომლებმაც კარიერა უკვე დაასრულეს”, – წერს მაკგრეგორი.
Hey guys quick announcement, I’ve decided to retire from the sport formally known as “Mixed Martial Art” today.
I wish all my old colleagues well going forward in competition.
I now join my former partners on this venture, already in retirement.
Proper Pina Coladas on me fellas!— Conor McGregor (@TheNotoriousMMA) March 26, 2019
მაკგრეგორის ამ განცხადებამ ყველანი გააკვირვა, რადგან მან სულ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ზაფხულში UFC-ში ბრძოლის გამართვას აპირებდა.
აღსანიშნავია, რომ ირლანდიელმა კარიერის დასრულების შესახებ განცხადება 2016 წელსაც გამოაქვეყნა, მაგრამ ის ოქტაგონს მალევე დაუბრუნდა.
I have decided to retire young.
Thanks for the cheese.
Catch ya's later.— Conor McGregor (@TheNotoriousMMA) April 19, 2016