ბრძოლები მაისამდე გაგრძელდება
საქართველოს გოგონათა ჩემპიონატზე ხელბურთში მორიგი 4 მატჩი გაიმართა:
ყვარელი – ბათუმი 16-10, პეგასი – აჭარა 13-18, სამტრედია – ქარიშხალა
25-24, მამული – ფოთი 14-18. ტური ხვალ დასრულდება სპორტკომპლექს არენაში.
ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელთა მატჩში სამტრედიამ 25-24 მოუგო ქარიშხალას,
რის შემდეგაც ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლა უკიდურესად დაიძაბა: ქარიშხალას
ქულით ჩამორჩებიან სამტრედია და ყვარელი (ყვარელს ერთი თამაშით მეტი აქვს).
ყველაფერი მაისში, მესამე წრის საერთო ტურზე გაირკვევა.
ჩემპიონის გასარკვევად უმნიშვნელოვანესია ფოთისა და აჭარის მატჩი, რომელიც
6 აპრილსაა დანიშნული სენაკში, იქამდე, კი, ხვალ, „არენაში“ მეორე წრის
კიდევ ორი თამაშია: ბათუმი – ქარიშხალა და პეგასი – ფოთი.
ჩემპიონატს 4-8 მაისს, თბილისში, დაასრულებს მესამე წრის საერთო, დასკვნითი
ტური.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19, გოგონები, 17 წლამდე
აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთო ტური. 23-27 მარტი, არენა 2
26 მარტი
ყვარელი – ბათუმი 16-10
პეგასი – აჭარა 13-18
სამტრედია – ქარიშხალა 25-24
მამული – ფოთი 14-18
მსაჯები: თ. კევლიშვილი – ნ. კევლიშვილი, ი. ჭკუასელი – გ. გველესიანი
—————-თ—მ—ფ—წ——-ბ——ქ
ფოთი———17–16—1—0–317-211–33
აჭარა———-18–16—0—2–392-256–32
ქარიშხალა—18–11—1—6–437-368–23
სამტრედია—18–10—2—6–313-269–22
ყვარელი——19–10—2—7–359-315–22
პეგასი———18—7—2—9–332-318–16
ბათუმი——-17—3—1–13–202-293—7
წყალტუბო—18—2—1–15–216-373—5
მამული——-19—1—0–18–291-456—2
27 მარტი
11:00 ბათუმი – ქარიშხალა
12:00 პეგასი – ფოთი
დასავლეთის ტური. 6 აპრილი სენაკი
ფოთი – აჭარა, ბათუმი – წყალტუბო, აჭარა – სამტრედია,
ბათუმი – ფოთი, წყალტუბო – სამტრედია
საერთო ტური. 4-8 მაისი, თბილისი
———————-
კონსტანცას თეორიული შანსები დარჩა
ევროპის ხელბურთის ფედერაციის თასის ჯგუფური ეტაპის მეხუთე რაუნდში ირაკლი
ჩიქოვანის კლუბი, კონსტანცა შინ დამარცხდა დანიის ჰოლსტებროსთან, 22-28 და
მეოთხედფინალში გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი დარჩა.
რუმინული კლუბის ქართველმა უკანახაზელმა ამ მატჩში 1 გოლი გაიტანა,
სატურნირო სიტუაცია კი ასეთია: 4 ჯგუფიდან მეოთხედფინალში გადის არა 8,
არამედ 7 გუნდი და, სავარაუდოდ ზედმეტი სწორედ C ჯგუფში მეორე ადგილზე
გასული კლუბი აღმოჩნდება.
თეორიული შანსი ასეთია: კონსტანცამ ბოლო ტურში სტუმრად უნდა დაამარცხოს
ჯგუფის უპირობო ლიდერი პორტუ, ვერ უნდა მოიგოს ჰოლსტებრომ, ხოლო D ჯგუფში
დანიის GOG-მა უნდა წააგოს იმდენით, რომ კონსტანცაზე უარესი ბურთების
სხვაობა აღმოაჩნდეს. 5 მეოთხედფინალისტის ვინაობა უკვე ცნობილია:
პორტუგალიის პორტუ, გერმანიის ფუხსე ბერლინი და კილი, საფრანგეთის
სენ-რაფაელი და უნგრეთსი ტატაბანია.
რაც შეეხება რუმინეთის ჩემპიონატს, კონსტანცა პირველ ადგილზეა და დარჩენილ
2 ტურში 1 მოგება სჭირდება, რათა რეგულარულ სეზონში პირველობა გაინაღდოს –
ეს კი პლეიოფის გადამწყვეტ მატჩებში საკუთარი მოედნის უპირატესობას იძლევა.
ხელბურთი. EHF თასი. ჯგუფური ეტაპი. მესამე ტური
C ჯგუფი: პორტუ (პორ) 10, ჰოლსტებრო (დან) 4, კონსტანცა (რუმ) 4, კუენკა
(ესპ) 2
23 მარ: კონსტანცა-ჰოლსტებრო 22-28, კუენკა – პორტუ 26-29
30 მარ: პორტუ-კონსტანცა
A ჯგუფი: ფუხსე ბერლინი (გერ) 8, სენ-რაფაელი (საფ) 8, ლოგრონიო (ესპ) 2,
ბალატონფურედი (უნგ) 2
B ჯგუფი: ტატაბანია (უნგ) 7, ნექსე (ხორ) 6, ჰანოვერი (გერ) 5, რაბოტნიკი
(მკდ) 2
D ჯგუფი: კილი (გერ) 10, GOG (დან) 6, გრანოლერსი (ესპ) 3, აზოტი-პულავი
(პოლ) 1
პლეიოფში გადის 4 გამარჯვებული და 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი