“ინტერს” “ბარსელონას” ფეხბურთელის გადმობირება სურს
მილანის “ინტერს” იჯარის წესით “ბარსელონას” გარემარბ მალკომის აყვანა სურს. “კორიერე დელო სპორტის” ცნობით, “ნერაძური” უკვე დაუკავშირდა ბრაზილიელი ფეხბურთელის აგენტს. მილანელებს მალკომთან საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება და შემდგომში მისი კონტრაქტის გამოსყიდვა სურთ.
22 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” ფორმით 15 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ “ინტერისგან” მალკომის შესაძლო ტრანსფერის თაობაზე შემოთავაზება არ მიუღია:
“ინტერსა” და მის სპორტულ დირექტორს დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ მათგან არანაირი წინადადება არ მიგვიღია. მალკომი ბევრ ევროპულ კლუბს აინტერესებს. ეს ფეხბურთელი კარგად ეგუება ახალ პირობებს და დარწმუნებულნი ვართ, რომ მომავალ სეზონში გაცილებით უკეთ ითამაშებს, ვიდრე ახლა თამაშობს”.