“რეალს” ადრიან რაბიო მოუნდა
ესპანური გამოცემა “ასი” იუწყება, რომ მადრიდის “რეალი” “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველ ადრიან რაბიოს ტრანსფერზე მუშაობას იწყებს. ცნობისათვის, ფრანგ ფეხბურთელს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის პირველ ივლისს ამოეწურება და მხარეები ხელშეკრულებას აღარ გაახანგრძლივებენ.
ადრიან რაბიოს გადაბირება არაერთხელ სცადა “ბარსელონამ”, თუმცა მნიშვნელოვნად დავარდა იმის ალბათობა, რომ კატალონიელებმა აღნიშნული ტრანსფერი განახორციელონ.
ადრიან რაბიომ “პარი სენ-ჟერმენის” რიგებში უკანასკნელად გასული წლის 11 დეკემბერს ითამაშა.